saqarTvelos mTebi - awiTaqus mTa

ტერიტორიული ერთეული გუდაუთის მუნიციპალიტეტი
ქედი გაგრის ქედი
კოორდინატები 43°30`41` ჩ. გ. 40°34`42` ა. გ.
სიმაღლე 2538 მ

 

ისტორიული სახელწოდება: აწეთუკი.

მთა საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს გაგრის ქედზე, რიწის ტბის ჩრდილოეთით. სიმაღლე ზღვის დონიდან 2538 მ. აგებულია ბაიოსური ტუფპორფიტებით. კალთები დაფარულია სოჭნარ-წიფლნარით. ტყის ზონის ზემოთ სუბალპური და ალპური მდელოებია.